Thursday, June 23, 2011

ცრურწმენები ჩვენს ცხოვრებაში

        ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. . . ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ”.
    

  “დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია” – უფლის ბრწყინვალე აღდგომა ყველაზე ხშირად აპრილის თვეში აღინიშნება და არსებობს მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით. თუ როგორი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – “იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო”! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ღმერთის ამქვეყნად აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საყოველთაო მსახურებაც…
 

Saturday, April 23, 2011

კარგის მომასწავებელი ცრურწმენები

                                               
                                                კურდღლის თათი

  კურდღლის თათი საკმაოდ გავრცელებული თილისმაა. ბევრი მას ბედნიერების მომტანად მიიჩნევს.ჩვეულებრივ, მას ყელზე იკიდებენ, ან შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში უდევთ. ამ ცრურწმენის თანახმად, რაც უფრო ძველია კურდღლის თათი, მით მეტი იღბალი მოაქვს.

ცხენის ნალი

ძველი თქმულების თანახმად, ალქაჯებს არ უყვართ ცხენები და ცხენის ნალი მათგან “თავდასაცავად” კარგი საშუალებაა. თუ ცხენის დაკარგულ ნალს იპოვით, ისე, რომ მისი ჩაღრმავებული მხარე ზემოთკენ იქნება მოქცეული (ცრურწმენის თანახმად, “ბედნიერება” ნალის ჩაღრმავებულ ადგილას იყრის თავს), მას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ. მას შემდეგ რაც ნალს იპოვით, იგი სახლში უნდა მოიტანოთ და ოთახის კარის თავზე ჩამოკიდოთ (რა თქმა უნდა, ისე, რომ ბედნიერება ძირს არ გაგებნეთ). გარდა იმისა, რომ იგი ბედნიერებას მოგიტანთ, ბოროტი ალქაჯებისგანაც დაცული იქნებით.


                                                    სამყურა

სამყურა ბალახოვანი მცენარეა. ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, იგი ადამიანებსა და ცხოველებს ბოროტებისგან იცავს.

.სამყურას ღეროზე ჩვეულებრივ სამი ფოთოლი აქვს. ოთხფოთლიანი სამყურას პოვნა კი ზოგჯერ კარგ იღბალთან ასოცირდება. ეს ცრურწმენა უმეტესად ირლანდიელებშია გავრცელებული.  

ფრინველის მკერდის ძვალი

Wishbone – სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად ფრინველის მკერდის ძვალი (wish – სურვილი; bone – ძვალი). ორმა ადამიანმა ინდაურის ან ქათმის გამშრალი მკერდის ძვალი სხვადასხვა მხარეს უნდა მოქაჩოს. ძვალი გატყდება და ის, რომელსაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში, შეუძლია სურვილი ჩაიფიქროს.
 

Friday, April 15, 2011

ცნობილი და გავრცელებული ცრურწმენები

ცრურწმენები ორგვარია: კარგის მომასწავებელი და ცუდის მომასწავებელი. მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენებიდან რამდენიმე მათგანი მაინც ყველაზე პოპულარულია.
                                                             
                                                           კიბეები



დიდი ხნის წინ მისადგმელი კიბე ადამიანის ჩამოსახრჩობად გამოიყენებოდა. სახრჩობელას კიბის უკანაკსნელ საფეხურზე ამაგრებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილი სამკუთხა ფორმის სივრცის შორის მოქცეულიყო.
არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანს ამგვარი მეთოდით დასჯიდნენ სიკვდილით, მისი სული მცირე ხნით კიბის ქვეშ ჩერდებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კიბის ქვეშ, სამკუთხა სივრცეში გავლა ცუდ იღბალთან ასოცირდება.

                                              გატეხილი სარკეები


ძველ დროში თურმე ბევრს სწამდა, რომ, როცა ადამიანი სარკეში იყურება ის საკუთარ სულ ხედავს, ანუ სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს, სარკის გატეხვა ავს მოასწავებს.
ცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად 7 საათში, მას მერე, რაც სარკე გატყდება (თითო საათი თითო “დაწყევლილი” წლისთვის) ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.

                შავი კატა

შავი კატა უძველესი დროიდან მოიაზრება საფრთხის მანიშნებლად. ზოგიერთ თანამედროვე ადამიანს, როცა ფეხით სიარულისას წინ შავი კატა გადაურბენს, ურჩევნია გზა “სხვას” დაუთმოს.




ბუები

ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, თუ ბუ თქვენს ფანჯარაში შემოიხედება, ან თქვენ მას დღის განმავლობაში დაინახავთ (რაც საკმაოდ იშვიათია), ცუდი იღბალი სამგზავრო ჩანთასავით გაქვთ ზურგზე აკიდებული.

                                             
                                                    ბეღურები


კიდევ ერთი ფრინველი, რომელიც ცრურწმენებთან ასოცირდება, ბეღურაა.
არსებობს მოსაზრება, რომ ბეღურები მიცვალებულთა სულების მატარებლები არიან და მათი მოკვლა ცუდის მომასწავებელია.


მარილი


ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია. დღემდე, მრავალი ადამანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ამ ცრურწმენის თანამოზიარეებს სჯერათ, რომ თუ სახლში მარილი ძირს დაიბნევა, ოჯახში ყველაფერი ცუდი, მათ შორის ვინმეს სიკვდილიც კი მოსალოდნელია.
თუ გინდათ, რომ “სასწაულებრივი” მარილის წყევლა არ დაგატყდეთ თავს, როცა მარილი დაგებნევათ, სამარილე ზურგს უკან უნდა მოისროლოთ.

Monday, March 21, 2011

ცრურწმენა

ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.
არსებობს უამრავი ცრურწმენა, რომლებსაც ადამიანები იჯერებენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღებასაც კი აქცევენ. მაგალითად, ერთი წლის ბაშვის დაბადების დღის არგადახდა, ბედნიერების მომტანი წერილები, ბედობა, ჩვილის დაცვა თილისმებით, ჰოროსკოპი და ა. შ.
ცრურწმენა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ გააჩნია სარწმუნოება და რაღაცის ხომ უნდა სწამდეს, როდესაც არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა. სწორედ მაშინ ჩნდება ცრურწმენა. ასეთია მართმადიდებლური სამღვდელოების პასუხი კითხვაზე თუ რა არის ცრურწმენა.