Friday, April 15, 2011

ცნობილი და გავრცელებული ცრურწმენები

ცრურწმენები ორგვარია: კარგის მომასწავებელი და ცუდის მომასწავებელი. მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენებიდან რამდენიმე მათგანი მაინც ყველაზე პოპულარულია.
                                                             
                                                           კიბეები



დიდი ხნის წინ მისადგმელი კიბე ადამიანის ჩამოსახრჩობად გამოიყენებოდა. სახრჩობელას კიბის უკანაკსნელ საფეხურზე ამაგრებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილი სამკუთხა ფორმის სივრცის შორის მოქცეულიყო.
არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანს ამგვარი მეთოდით დასჯიდნენ სიკვდილით, მისი სული მცირე ხნით კიბის ქვეშ ჩერდებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კიბის ქვეშ, სამკუთხა სივრცეში გავლა ცუდ იღბალთან ასოცირდება.

                                              გატეხილი სარკეები


ძველ დროში თურმე ბევრს სწამდა, რომ, როცა ადამიანი სარკეში იყურება ის საკუთარ სულ ხედავს, ანუ სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს, სარკის გატეხვა ავს მოასწავებს.
ცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად 7 საათში, მას მერე, რაც სარკე გატყდება (თითო საათი თითო “დაწყევლილი” წლისთვის) ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.

                შავი კატა

შავი კატა უძველესი დროიდან მოიაზრება საფრთხის მანიშნებლად. ზოგიერთ თანამედროვე ადამიანს, როცა ფეხით სიარულისას წინ შავი კატა გადაურბენს, ურჩევნია გზა “სხვას” დაუთმოს.




ბუები

ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, თუ ბუ თქვენს ფანჯარაში შემოიხედება, ან თქვენ მას დღის განმავლობაში დაინახავთ (რაც საკმაოდ იშვიათია), ცუდი იღბალი სამგზავრო ჩანთასავით გაქვთ ზურგზე აკიდებული.

                                             
                                                    ბეღურები


კიდევ ერთი ფრინველი, რომელიც ცრურწმენებთან ასოცირდება, ბეღურაა.
არსებობს მოსაზრება, რომ ბეღურები მიცვალებულთა სულების მატარებლები არიან და მათი მოკვლა ცუდის მომასწავებელია.


მარილი


ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია. დღემდე, მრავალი ადამანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ამ ცრურწმენის თანამოზიარეებს სჯერათ, რომ თუ სახლში მარილი ძირს დაიბნევა, ოჯახში ყველაფერი ცუდი, მათ შორის ვინმეს სიკვდილიც კი მოსალოდნელია.
თუ გინდათ, რომ “სასწაულებრივი” მარილის წყევლა არ დაგატყდეთ თავს, როცა მარილი დაგებნევათ, სამარილე ზურგს უკან უნდა მოისროლოთ.

No comments:

Post a Comment