კურდღლის თათი
კურდღლის თათი საკმაოდ გავრცელებული თილისმაა. ბევრი მას ბედნიერების მომტანად მიიჩნევს.ჩვეულებრივ, მას ყელზე იკიდებენ, ან შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში უდევთ. ამ ცრურწმენის თანახმად, რაც უფრო ძველია კურდღლის თათი, მით მეტი იღბალი მოაქვს.
ცხენის ნალი
ძველი თქმულების თანახმად, ალქაჯებს არ უყვართ ცხენები და ცხენის ნალი მათგან “თავდასაცავად” კარგი საშუალებაა. თუ ცხენის დაკარგულ ნალს იპოვით, ისე, რომ მისი ჩაღრმავებული მხარე ზემოთკენ იქნება მოქცეული (ცრურწმენის თანახმად, “ბედნიერება” ნალის ჩაღრმავებულ ადგილას იყრის თავს), მას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ. მას შემდეგ რაც ნალს იპოვით, იგი სახლში უნდა მოიტანოთ და ოთახის კარის თავზე ჩამოკიდოთ (რა თქმა უნდა, ისე, რომ ბედნიერება ძირს არ გაგებნეთ). გარდა იმისა, რომ იგი ბედნიერებას მოგიტანთ, ბოროტი ალქაჯებისგანაც დაცული იქნებით.
სამყურა
სამყურა ბალახოვანი მცენარეა. ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, იგი ადამიანებსა და ცხოველებს ბოროტებისგან იცავს.
.სამყურას ღეროზე ჩვეულებრივ სამი ფოთოლი აქვს. ოთხფოთლიანი სამყურას პოვნა კი ზოგჯერ კარგ იღბალთან ასოცირდება. ეს ცრურწმენა უმეტესად ირლანდიელებშია გავრცელებული.
ფრინველის მკერდის ძვალი
Wishbone – სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად ფრინველის მკერდის ძვალი (wish – სურვილი; bone – ძვალი). ორმა ადამიანმა ინდაურის ან ქათმის გამშრალი მკერდის ძვალი სხვადასხვა მხარეს უნდა მოქაჩოს. ძვალი გატყდება და ის, რომელსაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში, შეუძლია სურვილი ჩაიფიქროს.
No comments:
Post a Comment